top of page

აერობიკა

 

 

აერობიკა არის სხვადასხვა სახის ვარჯიშების შესრულება მუსიკის თანხლებით. კლასიკური აერობიკის ფუძემდებლად ითვლება ცნობილი მსახიობი ჯეინ ფონდა.
აერობიკა  აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს, კუნთებისა და კანის ელასტიურობას, ამაგრებს გულ-სისხლძრღვთა, სასუნთქ და ნერვულ სისტემებს. თუმცა, ისევე როგორც ყოველგვარი ფიზიკური დატვირთვის შემცველი ვარჯიშების დროს, აერობიკის დაწყებისას ასევე რეკომენდებულია ექიმის კონსულტაცია.



 

აერობიკის ჯგუფები, როგორც წესი, შედგება 8-12 მონაწილისაგან. ვარჯიშის სეანსის ხანგრძლივობა შეადგენს 45-60 წუთს. ერთი სეანსის განმავლობაში, დინამიური საცეკვაო მუსიკის თანხლებით სრულდება სწრაფი და ნელი, სუნთქვითი და შეიპინგის სახის ვარჯიშები, ასევე ხტომები და საცეკვაო მოძრაობები.
ყველაზე ხშირად აერობიკის სეანსებზე მოდიან გახდომის მიზნით. მაგრამ, ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა ინტენსიური ვარჯიში - კვირაში 4-5 სეანსი. ამასთანავე, პირველი შედეგები შესამჩნევი გახდება დაახლოებით ორი თვის შემდეგ. გახდომის მსურველთათვის ყველაზე ოპტიმალური გზაა აერობიკის სეანსებთან ერთად ტრენჟორებიან დარბაზში ვარჯიში. მაგრამ, თუ მიზანი მხოლოდ ფიზიკური ფორმის შენარჩუნებაა, მაშინ საკმარისია აერობიკის 1-3 სეანსი კვირაში.



რადგანაც აერობული ვარჯიშები სრულდება საკმაოდ სწრაფ ტემპში, ვარჯიშის დროს სასურველია გვეცვას მსუბუქი ტანსაცმელი - მოკლე შარვალი, მაისური.



კლასიკური აერობიკის სახეობები

  • მიქს - აერობიკა: ვარჯიშები, რომლებიც ეფუძნება რამოდენიმე ტიპის ვარჯიშის კომბინირებას;
  • აერობიკა - ძალისმიერი: ძალისმიერი ვარჯიშები მოძრაობაში;
  • კიკ - აერობიკა: ამ სახეობის დასახელება წარმოდგება შემდეგი სიტყვების პირველი ასოებისაგან - არდიო, ნტენსიური, ონდიცია. ეს ნიშნავს იმას, რომ ვარჯიშები სრულდება მაღალ ტემპში რაც ხელს უწყობს გამძლეობის ჩამოყალიბებას.
  • სტეპ-აერობიკა:  ეს არის კალორიების „დაწვის“ საუკეთესო საშუალება. ვარჯიშის ამ სახეობისთვის დამახასიათებელი თვისებებია ის, რომ შედეგად არ ხდება კუნთოვანი მასის გადაჭარბებული ზრდა არასასურველ ადგილებში; სამაგიეროდ იგი ხელს უწყობს სხეულის გამართულ დაჭერას და მის ჰარმონიულ განვითარებას; სტეპ-აერობიკის შედეგად ჩამოგიყალიბდებათ დახვეწილი და ზუსტი მოძრაობები; თუ გამოკვეთილი წელი თქვენი ოცნებაა, მაშინ სტეპ-აერობიკა ამ ოცნების ასრულების უსწრაფესი საშუალებაა.
  • w-tbird
  • w-facebook
bottom of page