
ფიტნესი და სილამაზე

პილატესი
სისტემა პილატესი მოიცავს ვარჯიშებს რომლებიც დაკავშირებულია სხეულის ყველა ნაწილთან. ეს სისტემა შემუშავდა XX საუკუნის დასაწყისში, მაგრამ უდიდესი აღიარება მოიპოვა XXI საუკუნის დასაწყისში. დღესდღეობით პილატესის ვარჯიშებით, მთელ მსოფლიოში, დაინტერესებულია ათობით მილიონი ადამიანი.
პილატესის მეთოდი ორიენტირებულია ვარჯიშის შესრულების დროს გონებისა და სხეულის ურთიერთქმედებაზე. ცალკეული ვარჯიშის შესრულებას თან ახლავს კონცენტრაცია სუნთქვის რიტმზე, მოძრაობის სისწორეზე და კუნთების ამა თუ იმ ჯგუფზე ვარჯიშის ზეგავლენის გაცნობიერება.
პილატესი ამაგრებს პრესის კუნთებს, აუმჯობესებს ბალანსს, კოორდინაციას და ამცირებს სტრესის ზეგავლენას. ამ სისტემის ვარჯიშები უსაფრთხოა და მიესადაგება ფართო ასაკობრივ სპექტრს.
პილატესის დადებითი მხარეები
- პილატესი ავითარებს ფიზიკური ფორმის ყოველ ასპექტს: ძალას, მოქნილობას, კოორდინაციას, სისწრაფეს, სიმარჯვეს, ამტანობას;
- ამაღლებს სხეულის ფიზიკური ფორმის თვითშეგრძნებას;
- აუმჯობესებს კონტროლს საკუთარ სხეულზე;
- ავითარებს კუნთების სწორი აქტივაციის უნარს;
- ახდენს სხეულის პოზის კორექციას;
- აუმჯობესებს შინაგანი ორგანოების მუშაობას და ბალანსს;
- ხელს უწყობს სწორად სუნთქვის ჩამოყალიბებას;
- ხსნის დაძაბულობას და ხელს უწყობს მოდუნების უნარის განვითარებას;
- სასარგებლოა ორსულთათვის;
- სხეულის სიჯანსაღის მიღწევის კვალდაკვალ, ეხმარება შინაგანი ჰარმონიის მიღწევაში.



